საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპელ კოლეგებთან ონლაინ შეხვედრები გამართა

მედია და საზოგადოება 05 Mar 2021
ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპელ კოლეგებთან ონლაინ შეხვედრები გამართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ონლაინ შეხვედრები გამართა ჩეხ, ლატვიელ, პოლონელ და ესტონელ კოლეგებთან.

შეხვედრების მიზანს მეგობარი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისთვის საქართველოში და რეგიონში არსებული ვითარების გაცნობა წარმოადგენდა.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს პარლამენტის მიერ მიღებულ „საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუციაზე ესაუბრა, რომელიც საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხება. „კოლეგებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი უპირობო მხარდაჭერა გამოხატეს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრებისას, საუბარი ასევე, შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

„მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოში დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზაცია. ისინი მხარს უჭერენ პროცესების კონსტიტუციურ და კანონიერ ჩარჩოში წარმართვას. კოლეგები მიიჩნევენ, რომ პარლამენტი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ამ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა უნდა გაიმართოს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ პანდემიის გამო მიმოსვლა შეწყვეტილია, ლატვიელ და პოლონელ კოლეგებთან შედგა შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში საგარეო კომიტეტების ერთობლივი ონლაინ სხდომები გაიმართება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 Jun 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R