საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო წილოსანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 24 თებერვალი 2021
ნინო წილოსანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
 
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი  საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აკირა იმამურას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება კი საქართველოში აგრარული პოტენციალის განვითარებას და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნისადმი იაპონიის დახმარების პროგრამებს დაეთმო.

საუბარი  ასევე შეეხო საქართველოს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის ურთიერთობას. მნიშვნელოვანია, რომ ჯაიკა-ს დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებაში. ამასთან ყურადღება გამახვილდა მომავალი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საკითხებზე და მხარეებმა კონკრეტული შესაძლებლობები და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განიხილეს.

„იაპონიის ელჩი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობს, ძალიან კარგად იცნობს საქართველოს აგრარულ პოტენციალს და, რაც მთავარია, გულშემატკივრობს ჩვენს განვითარებას აგრარული მიმართულებით, რაც ფრიად დასაფასებელია. დღესაც ბატონი ელჩის მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენი კომიტეტის წამოწყებებს და ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია  ჩვენი ქვეყნის აგროსექტორის მოდერნიზაციისაკენ, იქნება ეს ფერმერების მზის ენერგიის სისტემებით მომარაგება, კოოპერატივების განვითარება თუ სხვა.  შევთანხმდით, რომ საქართველოს აგრარული პოტენციალის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიო წარმოების განვითარება, რაც ჩვენს ქვეყანას მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ შევიდეს ძალიან მაღალხარისხიან ბაზრებზე, იქნება ეს ევროკავშირის, იაპონიის თუ სხვა ქვეყნების. დავგეგმეთ თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა ხელშესახებ და რეალურ შედეგებს მოგვიტანს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს,  კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბატონმა ელჩმა დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრული ურთიერთობის და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R