საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო წილოსანის ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მიმართულების საწარმოები დაათვალიერეს

მედია და საზოგადოება 06 აპრილი 2021
ნინო წილოსანის ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მიმართულების საწარმოები დაათვალიერეს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საქართველოში ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი მააიკე ვან კოლდამი დღეს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის რამდენიმე საწარმოში სტუმრობდნენ.

ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომელიც მათ დაათვალიერეს, არის თანამედროვე სტანდარტების მესაქონლეობის ფერმა - „თეთრი ფერმა“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში.

აღსანიშნავია, რომ ფერმა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, ნიდერლანდურ-ქართული ინვესტიციით შექმნილი კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად პირველი კატეგორიის 10 ტონა ნედლ რძეს აწარმოებს.  წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

კომიტეტების თავმჯდომარეები და ნიდერლანდების ელჩი სხვა საწარმოებსაც ესტუმრნენ ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტში. მათ შორის, იყვნენ ღვინისა და ყველის საწარმოში - შპს „ბუტრანა“, რომელიც ახალგაზრდა ნოვატორმა ბიზნესმენმა ჯემალ ხატიაშვილმა როგორც ბრენდი 2016 წელს დააარსა და რომელიც მომხმარებელს ღვინოს და პიკანტურ ყველს სთავაზობს.

ჯემალ ხატიაშვილი საქართველოში პირველი ადამიანია, რომელმაც პიკანტური ყველის წარმოება რეალურ ბიზნესად აქცია.

ახალგაზრდა ბიზნესმენი ჯერ კიდევ 14 წლის იყო, პირველად ღვინო რომ დაწურა, 17 წლისამ კი 3 წლიანი დაძველების ღვინო ახლობლებისთვის სამახსოვრო ეტიკეტებით ჩამოასხა და საკუთარი კომპანიის შექმნაც მაშინ გადაწყვიტა.

მხარეებმა ქალაქ წნორში კომბინირებული საკვების საწარმო „ტაოფუდი“ მოინახულეს, რომელიც სახელმწიფო პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარმა მანანა მეტრეველმა ააშენა.

საწარმოში თვეში 80-მდე ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის „ტაოფუდი“ სახელით ხდება.

საწარმოში, ჯამში, 900,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი 600,000 ლარია, 300,000 ლარი კი ბენეფიციარის ინვესტიციაა.

დღესვე, სოფელ ტიბაანში ეწვივნენ მეცხოველეობის სანაშენე ცენტრს - „კავკასიის გენეტიკა“. იგი ქვეყნაში უმთავრესი მიმწოდებელია მეცხოველეობის სფეროში ფერმის აღჭურვილობის, რძის და ხორცის გადამუშავებისთვის საწარმოო ხაზების, სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით.

„კავკასიის გენეტიკა“ იყენებს მსოფლიოში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და მეცხოველეობის სექტორის საუკეთესო გამოცდილებას.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პერიოდულად, სხვადასხვა რეგიონში, ადგილზე გაეცნობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებსა და საწარმოებს, მათ საჭიროებებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R