საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის ბიუროს სხდომა

მედია და საზოგადოება 12 აპრილი 2021
პარლამენტის ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განცხადება გააკეთა, სადაც საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა იმისთვის, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას, ეს გახლავთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთაც, რასაც ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც აჩვენებს და ეს გახლავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ცალსახა მოწოდება, რჩევა და პოზიციაც. პარლამენტის გარეთ ჩვენი პარტნიორები და ჩვენი საზოგადოება არ უჭერს მხარს პოლიტიკას, არ უჭერს მხარს დესტაბილიზაციას და მე ვფიქრობ, ეს სიგნალი და ეს მოწოდება უნდა აღმოჩნდეს სახელმძღვანელო დანარჩენი პოლიტიკური პარტიებისთვის ოპოზიციის შიგნით.

იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ პასუხებს და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გადააფასებს გარკვეულ ნაწილში, ვინაიდან, საზოგადოებრივი აზრის კვლევები უკვე სახეზეა, სადაც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და ბევრად უფრო დიდი ნაწილი, არ უჭერს მხარს ბოიკოტს, არ უჭერს მხარს მონაწილეობაზე უარის თქმას და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაშიც უკვე სახეზეა ის საჭიროებები, რასაც პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს - ეს არის ეკონომიკის აღდგენის საჭიროება, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროება, პანდემიის და ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად მართვა და ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის განუხრელად განხორციელება, რაშიც მთელი პოლიტიკური სისტემის როლი გახლავთ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიუროს წევრებს 13-16 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო. მისივე განცხადებით, წარმოდგენილ დღის წესრიგის საკითხებს, დღეს გასამართი კომიტეტის სხდომებზე განხილული საკითხებიც დაემატება, რომელთა ასახვა ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

პარლამენტის ბიუროს მორიგი სხდომა, 13 აპრილს, პლენარული სხდომის დაწყებამდე, 11.30 საათზე გაიმართება.

 
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R