საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა

მედია და საზოგადოება 25 მარტი 2021
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა
 
ნდობის ჯგუფის სხდომაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკა ცხვარაშვილს მოუსმინეს. მომხსენებელმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა და ნდობის ჯგუფის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ ნდობის ჯგუფის სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან განცხადებები გაკეთდა.

„პარლამენტის ნდობის ჯგუფი შესაბამისი უწყებების წლიური მოხსენებების მოსმენას აგრძელებს. ნდობის ჯგუფის ფორმატში, ჯგუფის წევრებმა უკვე მოვუსმინეთ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს და დაზვერვის სამსახურს. დღეს კი სპეციალური პენიტენციურ სამსახურს მოვუსმინეთ, სადაც წარმოდგენილი იქნა ანგარიში 2020 წლის საქმიანობის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც საჯარო არ არის. ანგარიშის ფარგლებში გავეცანით ინფორმაციას სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის და განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. ნდობის ჯგუფი გააგრძელებს წლიური ანგარიშების მოსმენას და შემდეგ სხდომებზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშებს მოვისმენთ“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

„პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო ზედამხედველობას უზრუნველყოფს. დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა 2020 წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ უწყება ძალიან დიდ, შრომატევად საქმიანობას ეწევა, სადაც პრიორიტეტია მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვა და ასევე პრიორიტეტია მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია“, - აღნიშნა ნდობის ჯგუფის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ნდობის ჯგუფის სხდომაზე ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი ბერაია და ჯგუფის წევრები ანრი ოხანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R