საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა

მედია და საზოგადოება 12 აპრილი 2021
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს მოუსმინეს.

ნდობის ჯგუფის წევრებმა სამსახურის ხელმძღვანელობისგან 2020 წლის განმავლობაში განხორციელებულ საიდუმლო საქმიანობის და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სამსახურის სამომავლო გეგმებსაც გაეცნენ. დახურულ ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სხდომაზე მოსმენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ნდობის ჯგუფი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებების წლიური ანგარიშის მოსმენას აგრძელებს. დღეს მოვისმინეთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიში საიდუმლო საქმიანობის და სპეციალური პროგრამების შესახებ. ეს არის საქმიანობის ის ნაწილი, რომელიც საჯარო არ არის. სხდომაზე ვისაუბრეთ უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, იმ ღონისძიებებზე, რასაც სამსახური დასაცავი პირების და დასაცავი ობიექტების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს. საუბარი ასევე შეეხო გამოწვევებს და ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებათაშორისო და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. სამსახურის საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს. იგი დასაცავი პირების და ობიექტების, ასევე საქართველოში ვიზიტად მყოფი მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოებას ეფექტიანად ასრულებს და სამსახურის საქმიანობის მაღალ შეფასებას ჩვენი პარტნიორებიც აღნიშნავენ“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოსმენას ნდობის ჯგუფის წევრები: ანრი ოხანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე დაესწრნენ.

 
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R