საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს შეხვდა

მედია და საზოგადოება 16 თებერვალი 2021
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს შეხვდა.


შეხვედრის მთავარი თემები იყო ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას.

„იტალიის ელჩთან შეხვედრისას განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. პანდემიის დაწყებამდე დაგეგმილი იყო იტალიელი პარლამენტარების საქართველოში ვიზიტი, თუმცა, განვითარებული მოვლენების გამო, ეს ვიზიტი გადაიდო. როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება, განახლდება ორმხრივი ვიზიტები და პირველ რიგში, ველოდებით ჩვენს იტალიელ კოლეგებს საქართველოში.

ძალიან დიდი გეგმები გვაქვს თუ როგორ გავააქტიუროთ ურთიერთობები სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, მათ შორის, კერძო სექტორში იტალიელი ბიზნესმენების ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რაც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. გარდა ამისა, ბატონ ელჩთან შეხვედრისას, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საქართველოს მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე, რომლის საბოლოო მიზანიც 2024 წელს ევროკავშირში წევრობის თაობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანაა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R