საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 17 მარტი 2021
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს.

პარლამენტის წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, ეკა სეფაშვილის, ნინო ლაცაბიძის, ანზორ ბოლქვაძის და ვიქტორ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული ცვლილებების პროექტი მუხლობრივად, საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა წარმოადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, კონსულტაციების შედეგად პროექტის პირვანდელი ვარიანტი შეიცვალა და შედეგად, მინიმუმადე იქნა დაყვანილი ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება კანონპროექტის მიღებას უკავშირდებოდეს. რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს - კანონპროექტით მუნიციპალიტეტის მერი (გარდა თბილისი მუნიციპალიტეტისა) უფლებამოსილია არაუგვიანეს 2021 წლის 1 ოქტომბრისა, საკრებულოს თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული ქონების მიმღებისთვის, შეცვალოს ან გააუქმოს საინვესტიციო პირობა ან/და შეამსუბუქოს ფინანსური პირობა.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის შეფასებით, კანონპროექტის მიღება მუნიციპალიტეტის მერებს საშუალებას მისცემს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ისარგებლონ აღნიშნული შეღავათებით და შესაბამისი ღონისძიებები განახორციელონ.

მეორე მოსმენით კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, კომიტეტის წევრებმა, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R