საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 30 მარტი 2021
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა,  საპენსიო თემაზე საკომიტეტო მოსმენის გამართვასთან დაკავშირებით კომიტეტში შემოსულ წერილზე იმსჯელეს.

„მოქალაქეების“ წარმომადგენლები - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი და პარლამენტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი, იმის გამო რომ ფრაქცია არ გააჩნიათ და რეგლამენტით განსაზღვრულ პროცედურებს ვერ განახორციელებენ, მიმართავენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, გაიმართოს საკომიტეტო მოსმენა საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ლიბერთი ბანკი გასცემს და ამ მოსმენაზე მოიწვიონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ლიბერთი ბანკის და ბანკების ასოციაციის წარმომადგენელები.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სანამ კომიტეტი ამ წერილებს მიიღებდა, პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა უკვე დაინტერესებული იყო ამ თემით და საკითხზე გარკვეული მოკვლევებიც აქვს დაწყებული.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაც დაინტერესდა იმ თემებით, რაც რეალურად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. 

„ცნობისათვის უნდა ვთქვა, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად, ამ თემაზე მოკვლევა უკვე ორი თვეა დაწყებული გვაქვს, მთელი რიგი ინსტანციების წარმომადგენლებსაც შევხვდით და მოპოვებულ დოკუმენტებზე ვმუშაობთ. ლიბერთი ბანკს გარკვეული ვადა აქვს მიცემული პენსიების დასარიგებლად, შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ უფრო ღია, გამარტივებული, გამჭვირვალე, ყოველმხრივ დაბალანსებული პოლიტიკა გავატაროთ. ამასთან დაკავშირებით თუ ოპოზიციას აქვს ინტერესი, ძალიან კარგია, შემოგვიერთდეს, ერთად ვიმუშაოთ არა მხოლოდ საპენსიო, არამედ სხვა თემებზეც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა არ ახალია, წინა მოწვევის პარლამენტიც მუშაობდა მთავრობასთან ერთად და სწორედ ამის შედეგია, რომ სწრაფი სესხები - ონლაინ სესხები გავაჩერეთ, კლების მიმართულებით მიდის საპროცენტო განაკვეთები. ვფიქრობ, არის რეზერვი, რომ უფრო მოქნილი და პენსიონერების ინტერესებისათვის უფრო დაბალანსებული პროცენტი დადგინდეს და მომსახურების პირობებიც იყოს უფრო მისაღები“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ვინაიდან ცალკეულ დეპუტატებს არა აქვთ უფლება სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირების საკომიტეტო მოსმენაზე მოწვევის, კომიტეტმა უნდა მიიღოს შესაბამისი  გადაწყვეტილება.

კომიტეტის წევრებმა, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ერთხმად დაუჭირეს მხარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და სოციალური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის პარლამენტში მოწვევას.

ასევე, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ეთხოვოს ლიბერთი ბანკისა და სხვა შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს საკითხის განხილვაზე დასწრება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R