საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 06 აპრილი 2021
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს კანონპროექტი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კანონპროექტის თანახმად დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვა 2022 წლის 1 იანვრიდან მოხდება. „თუ 2020 წლის 1 ივლისიდან ფიზიკური პირებისთვის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 5000 ლარიდან 15 ათას ლარამდე გაიზარდა, ახლა იურიდიული პირების შემთხვევაშიც, ზღვარი 15 000 ლარი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ წარმოადგინა. კანონპროექტში გათვალისწინებულია, როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საინვესტიციო პოლიტიკის მეტი მოქნილობა და სადაზღვევო ფონდის სახსრების განკარგვის ეფექტიანობა.

კომიტეტმა განიხილა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით ძალიან დიდია იმ ობიექტების რაოდენობა, რომლებიც მშენებლობადამთავრებულია, ფუნქციონირებს , თუმცა სამშენებლო დარღვევების გამო, არ არიან ექსპლუატაციაში მიღებულები და ვერც მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება.

„ამ ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება რომ განხორციელდეს, მშენებლობის განმახორციელებლის მიერ უნდა მოხდეს იმ დარღვევების აღმოფხვრა, რაც განხორციელდა სამშენებლო პროცესში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღებით, მოხდება მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება. ამ ობიექტის მესაკუთრეებს კი მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთი საკუთრება უკვე დაარეგისტრირონ არა როგორც მშენებარე, დაუსრულებელი, არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა. გარდა ამისა, მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ განავითარონ თავიანთი საკუთრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და გამოიყენონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული უფლებამოვალეობები.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა.

კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც სხდომაზე გამოითქვა სხდომაზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ გამომდინარე კანონპროექტებთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილმე ალექსანდრე დარახველიძემ წარმოდგინა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, 112-ს გარდა იმ ძირითადი ფუნქციებისა, რაც დაკავშირებულია საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებასთან, ასევე გააჩნია უფლებამოსილება, დაცულ ავტოსადგომზე განათავსოს ის ავტომანქანები, რომლებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, ასევე ადმინისტრაციული საქმისწარმოება. 112 იღებს შესაბამის ანაზღაურებას ამ ავტომანქანების მეპატრონეთაგან მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგჯერ მესაკუთრეები თავს არიდებენ თანხის გადახდას და ეს ავტომობილები წლების განმავლობაში რჩება დაცულ ავტოსადგომზე. ყოველდღიურად იზრდება გადასახდელი თანხა, ხოლო 112-ს უწევს ახალი ფართის დაქირავება კანონმდებლობით დადგენილი ამოცანებისა და ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, 1207 მანქანა უკვე დგას ავტოსადგომზე, რომელთა მესაკუთრეები არ გამოხატავენ ინტერესს, რომ დაიბრუნონ ეს მანქანები, ხოლო 112-ს ამოსაღები აქვს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ამ ავტომანქანების ღირებულების შესაბამისად.

„კანონპროექტით შემოთავაზებულია პროცედურა, რომელიც გაამარტივებს და დააზღვევს იმ შემთხვევებს, რომ არ დაგროვდეს ასეთი ავტომობილები ავტოსადგომზე და, მეორე მხრივ, ერთჯერადი აქტით გავათავისუფლოთ ეს ადამიანები ამ თანხისგან სიმბოლურ ფასად, კერძოდ, 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ დავუბრუნოთ ეს ავტომანქანები და სახელმწიფომ აპატიოს ეს თანხა, რაც გადასახდელი აქვთ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტი დადებითად შეაფასეს, თუმცა გამოთქვეს მოსაზრებები, რომელიც ასახული იქნება კომიტეტის დასკვნაში.

კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის განმარტებით, პანდემიამ ცხადყო, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის არსებობა დაკავშირებულია ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებსა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების გართულებასთან/შეუძლებლობასთან.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, საგანგებო მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის დროს, სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის განხილვა მოხდება შესაბამისი მომართვის საფუძველზე, რაც მნიშვნელოვანია დასახელებული მოვლენებით ეკონომიკისათვის გამოწვეული ნეგატიური შედეგების მინიმიზაციისა და ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებისათვის. მომხსენებელს მიაჩნია, რომ აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესის ოპტიმიზაციისა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჭიროა გაუქმდეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომელიც კრძალავს 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით განკარგვის პირობის შეცვლის, გაუქმების ან/და დაკისრებული, დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან ხელშეკრულების მხარის გათავისუფლების შესაძლებლობას.

კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს შენიშვნები და დასვეს კითხვები, რომელსაც მომხსენებელმა უპასუხა.

სხდომაზე განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ განხილულ ანგარიშებზე შემუშავებული რეკომენდაციების პროექტები. აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, 23 მარტის რიგით სხდომაზე განიხილეს სამი საკითხი: „შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ 2015-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“, „ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა“ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“. პაატა კვიჟინაძემ დეტალურად ისაუბრა იმ რეკომენდაციების თაობაზე, რომელიც აღნიშნული დაწესებულებების მიმართ გაიცა.

კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს მიაჩნია, რომ პროკურატურაში გადაგზავნილ მასალებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად უნდა გააგრძელოს მონიტორინგი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R