საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერი ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს

თავმჯდომარე 17 მაისი 2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერი ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს.

ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს, კლარა დობრევს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კონკრეტულ ნაბიჯებსა და ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა განაცხადზე, რომელსაც საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს.

საუბარი, ასევე, შეეხო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული და სრულყოფილი იმპლემენტაციისა და საქართველოში თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

„ვისაუბრეთ ევროპულ გზაზე, რომელსაც საქართველო ადგას და რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი, რათა 2024 წლის განაცხადი გახდეს არა მხოლოდ რეალური, არამედ რეალურად აღსრულებადი. ამიტომ, ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში დგას. არ გვისაუბრია დეტალებზე განვლილ მოვლენებთან დაკავშირებით, თუნდაც იმიტომ, რომ საკმაოდ არის ვიცეპრეზიდენტი ამ საკითხებზე ინფორმირებული. ვისაუბრეთ, რა არის ხვალინდელი გზა - შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების გზა, დიალოგის სისრულეში მოყვანა, იმ ვალდებულებების შესრულება, და რაც ყველაზე მთავარია, იმ თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში, რისი ნიშნებიც ნამდვილად არსებობს. მომავალი სამიტი, სადაც საქართველოს საკითხებიც იქნება განხილული, პირველ რიგში ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი და არა უბრალოდ ადრე თუ გვიან წევრობაზე საუბარი. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რომლის შესახებ აუცილებლად გვექნება მხარდაჭერა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R