საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კულტურის კომიტეტის წევრთა რაოდენობა და პროპორციული კვოტები განსაზღვრა

მედია და საზოგადოება 17 მარტი 2021
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კულტურის კომიტეტის წევრთა რაოდენობა და პროპორციული კვოტები განსაზღვრა

პარლამენტში ახალშექმნილ კულტურის კომიტეტში წევრთა რაოდენობა არანაკლებ 10 დეპუტატით განისაზღვრა. ამის შესახებ კომიტეტის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც პარლამენტში მე-16, კულტურის კომიტეტი შეიქმნება, შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, რეგლამენტის მიხედვით კომიტეტის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ასე განსაზღვრა, კომიტეტში იქნება არანაკლებ 10 წევრი, მათგან ექვსი უმრავლესობის, ოთხი ოპოზიციის წარმომადგენელი.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხს. შესაბამის სამართლებრივ დასკვნას კომიტეტი პარლამენტის ბიუროს გადაუგზავნის.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა „საქართველოს კონსტიტუციაში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საქართველოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ 200 000 ხელმოწერის შეგროვების მიზანშეწონილობის საკითხი. როგორც მომხსენებელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, კომიტეტის აპარატმა შეისწავლა წარმოდგენილი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია, რის შემდეგაც მიზანშეწონილად მიიჩნია საინიციატივო ჯგუფს გადასცეს შესაბამისი ფორმები 200 000 ხელმოწერის შესაგროვებლად.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საინიციატივო ჯგუფს 4 თვე ეძლევა საჭირო ხელმოწერების შესაგროვებლად. ხოლო მათი წარმოდგენის შემდეგ, რაც კომიტეტის აპარატი გადაამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას, პარლამენტში მოხდება საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება.

კომიტეტმა ამ საკითხსაც ერთხმად დაუჭირა მხარი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R