საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოზარ სუბარი იმამურა აკირას შეხვდა

მედია და საზოგადოება 12 აპრილი 2021
სოზარ სუბარი იმამურა აკირას შეხვდა
 
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალს და ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხს.

დიპლომატთან შეხვედრისას მხარეებმა ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება.

იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ აუცილებელია პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიონ და ქვეყანამ რეფორმების განხორციელება განაგრძოს.

იმამურა აკირამ იაპონიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. ელჩი ხვალ საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ნიქოზს ეწვევა.

„იაპონია მაგალითია განვითარებადი ქვეყნებისთვის თუ როგორ უნდა შეძლო ეროვნული თანხმობის მიღწევა და როგორ უნდა განავითარო საკუთარი ეკონომიკა ისე, რომ ომის შედეგად დანგრეული ქვეყანა ძალიან მალე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან და უდიდეს ეკონომიკის მქონე ქვეყნად აქციო. მრავალი წელია იაპონიის მთავრობის დახმარებით საქართველოში ხორციელდება პროექტები ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და სხვა სფეროებში. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მათ აქვთ გეგმები, რომ საქართველოში ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით ჩაიდოს ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R