საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოზარ სუბარი სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის მეწარმეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 10 მარტი 2021
სოზარ სუბარი სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის მეწარმეებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის სახერხი საამქროს მფლობელ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების მფლობელებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართეს შუამდგომლობის თხოვნით, რათა გადავადდეს კანონმდებლობის ახალი რეგულაციები, რომლებიც 1 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს.

რამოდენიმე წლის წინ მიღებული მთავრობის N46 დადგენილება საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს სახერხი საამქროების ვიდეომონიტორინგის სისტემით აღჭურვას.

შეხვედრაზე ზოგადად აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, აღრიცხვიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით ბევრი რამ გაუმჯობესდა, რაც არის ძალიან კარგი, თუმცა არის გარკვეული რეგულაციები, რომლებსაც მათი აზრით სჭირდება გარკვეული დახვეწა, ხოლო ზოგიერთი რეგულაციის მინიმუმ გადადება, იმიტომ, რომ კოვიდ-სიტუაციამ და ეკონომიკურმა ვარდნამ ხელი შეუშალა მათ ბიზნესსაც და შესაბამისად, დღეს ეს ახალი რეგულაციები ადგილობრივ ბიზნესმენებს მძიმე ტვირთად დააწვებათ. მეწარმეების აზრით, არის კიდევ ზოგიერთი რეგულაცია, რომელთა საერთოდ გაუქმებაც მიზანშეწონილი იქნებოდა.

„ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ შესაბამისს უწყებებთან - ეს არის ფინანსური პოლიცია, საგადასახადო, სატყეო დეპარტამენტი, რათა რეალურად გავერკვეთ რამდენად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომლებიც მეწარმეებს აქვთ და შესაბამისად, მივიღოთ ისეთი რეგულაციები, რომ არც იმ შედეგიდან დავიხიოთ უკან, რომელიც აღრიცხვიანობის მოწესრიგებას უკავშირდება, მაგრამ მეწარმეებისთვისაც არ იყოს ეს ახალი რეგულაციები მძიმე ტვირთი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის შემდეგ.

მეწარმეებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე პარლამენტის წევრები ვიქტორ ჯაფარიძე და ანზორ ბოლქვაძე, გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R