საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 23 აპრილი 2021
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017-2020 წლებში ჩატარებული აუდიტების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა შეყილაძემ კომიტეტის წევრებს სპორტულ ფედერაციებში 2014-2019 წლებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი სისტემური ხასიათის მიგნებები და სამსახურის მიერ მომზადებული რეკომენდაციები წარუდგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, აუდიტის სამსახურმა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის, რაგბის კავშირის, ჭადრაკის, ფეხბურთის და კალათბურთის ეროვნული ფედერაციების საქმიანობა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისების საკითხები შეისწავლა. მისივე განცხადებით, აუდიტის ძირითად მიმართულებებს შესყიდვების ნაწილი, შრომის ანაზღაურება, აქტივების მართვა და შიდა კონტროლის ნაკლოვანებების შესწავლა წარმოადგენდა. ზაზა შეყილაძემ კომიტეტის წევრებს შესწავლის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებზე და დარღვევებზე ინფორმაცია მიაწოდა და მათი აღმოფხვრის მიზნით მომზადებულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა.

აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. აღინიშნა, რომ აუდიტის სამსახურის მიგნებების და რეკომენდაციების განხილვა სპორტულ ფედერაციებთან ერთად უნდა ჩატარდეს, რომელსაც სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

კომიტეტის წევრების შეფასებით, სპორტული ფედერაციების რიგ ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც ვლინდება, რომლებიც ქმედით რეაგირებას საჭიროებენ.

კომიტეტის სხდომაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის ეფექტიანობის აუდიტს და მასობრივი სპორტის განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშსაც გაეცნენ.

სხდომაზე განხილული საკითხების მნიშვნელობა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შეაფასა.

„ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს ქვეყანაში სპორტი ბევრად უკეთესი იყოს ვიდრე დღეს არის. სპორტის განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უშუალოდ სპორტსმენებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რადგან მას აქვს როგორც სოციალური დატვირთვა, ასევე ეკონომიკური ეფექტი. ქვეყნის განვითარების პროცესში სპორტი არც ერთ სხვა დარგს არ ჩამოუვარდება და მეტიც, ზოგ მათგანს ასწრებს კიდეც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ წლების წინ სრულად მოიშალა სპორტული ინფრასტრუქტურა და სტადიონების და სპორტული მოედნების ადგილას კორპუსები ააშენეს, შესაბამისად, ბევრი რამის კეთება თავიდან დავიწყეთ და ასეთი რეალობა გვაქვს. დაწყებული გვაქვს სპორტის განვითარების პროცესი და ამ საქმეში საინტერესო და მნიშვნელოვანია ყოველი რეკომენდაცია და მოსაზრება, რაც ამ სფეროს წაადგება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R