საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 26 აპრილი 2021
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს მიერ, ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოწვევების და საჭიროებების თაობაზე მომზადებულ დასკვნას გაეცნენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ახალგაზრდობის საკითხები და ამ სფეროსთან დაკავშირებული გამოწვევები, კომიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, კომიტეტი ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს, რათა ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემო და პირობები შეიქმნას, სადაც ისინი საკუთარი ხედვების და იდეების რეალიზაციას შეძლებენ.

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულ ფორმატში - დაინტერესებული მხარეების ჩართულობით წარიმართა ახალგაზრდობის კონცეფციაზე მუშაობა, რომელიც კომიტეტის ინიციატივით მომზადდა.

სხდომაზე ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელმა, ნინო წულაიამ და ორგანიზაციის მკვლევარმა, სალომე დოლიძემ კომიტეტის წევრებს, პრეზენტაციის ფორმით, კვლევის შედეგები გააცნეს.

მომხსენებლების ინფორმაციით, საქართველოს ათივე რეგიონში ჩატარებული კვლევების შედეგად, სადაც 76 სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაცია გამოიკითხა, ის პრობლემები და გამოწვევები გამოვლინდა, რომლებიც ახალგაზრდული ორგანიზაციების წინაშე არსებობს.

კერძოდ საუბარია: ფინანსურ  და ადამიანურ რესურსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, კომპეტენციის ნაკლებობაზე, სამუშაო სივრცის პრობლემაზე, ახალგაზრდულ პოლიტიკასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის არარსებობასა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგრადობაზე.

პრეზენტაციის წარდგენისას, მომხსენებლებმა თითოეულ გამოწვევასთან დაკავშირებით დეტალური ანალიზი და მიგნებები წარმოადგინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კვლევის შედეგები კომიტეტს ახალგაზრდული კონცეფციის სამოქმედო გეგმის მომზადებაში დაეხმარება და კვლევაში წარმოჩენილი პრობლემების ასახვა მოხდება.

სხდომაზე წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარების და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ საინტერესო კვლევისთვის და მნიშვნელოვანი მიგნებების წარმოდგენისთვის მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალგაზრდული საკითხების და თემების განხილვისთვის კომიტეტი მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარესთან ითანამშრომლოს.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R