თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლების და მედიის კომიტეტის თავმჯდომარესთან ოლივერ ბეხტთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებისა და მისი იმპლემენტაციის პრიორიტეტად დაყენებას მიესალმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროპასა და საქართველოში კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში წარმოქმნილ სირთულეებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევითა და სოლიდარობის პრინციპების მიდგომით მათი გადაწყვეტის გზებსა და პერსპექტივებს.
ოლივერ ბეხტმა თამარ ტალიაშვილის ინიციატივა დადებითად შეაფასა, რომელიც კომიტეტში ახალგაზრდობის გაძლიერების საკითხებთან და კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით მოკვლევის დაწყებას ითვალისწინებს. ამ საკითხზე საპარლამენტო ასამბლეის სესიების ფარგლებში ანგარიშის წარდგენა იგეგმება.