თამარ ტალიაშვილი: “მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებული მოქმედებით გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ახალგაზრდებში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით“

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატურ მოკვლევაზე - „დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდებში“ წინა მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ონლაინ ფორმატის შეხვედრაში ბრიტანელმა ექსპერტმა, ალისტერ დოერტიმ შეხვედრის მონაწილეებს ბრიტანული მოდელის პრეზენტაცია წარუდგინა და საკუთარ გამოცდილებაზე ინფორმაცია მიაწოდა.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა თამარ ტალიაშვილმა, ახალგაზრდების დასაქმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების წინადადებები გააცნო შეხვედრის მონაწილეებს. მისი განცხადებით, ახალგაზრდობის საკითხი ინტერ-დისციპლინარული თემაა და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ თემატური მოკვლევის დაწყებამდე საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებების და ადგილობრივი ორგანიზაციების წინადადებების და რეკომენდაციების გაცნობა.
“მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებული მოქმედებით გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ახალგაზრდებში დასაქმებას ხელშეწყობის მიზნით, აღსანიშნავია რომ პანდემიის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა, ისევე როგორც გლობალურად დიდი ეკონომიკური დარტყმა მიაყენა ახალგაზრდებს, სამუშაო ადგილებსა და ასევე დასაქმების პერსპექტივას. თემატური მოკვლევის, მიზანია შევიმუშაოთ რეკომენდაციები, რომელიც არსებული გამოწვევების დაძლევას შეუწყობს ხელს“, - თამარ ტალიაშვილმა.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ზაზა ლომინაძე. ასევე შეხვედრაში მონაწილეობდნენ გიორგი ამილახვარი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; გიორგი ხოჯევანიშვილი - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; რამინა (რიმა) ბერაძე - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.
თემატური მოკვლევის მხარდამჭერია ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD), ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში.