საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომა

მედია და საზოგადოება 02 აპრილი 2021
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე.

მინისტრმა დეპუტატებს წარმოუდგინა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგების, გამოწვევების და მათზე რეაგირების მექანიზმების შესახებ, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საფუძველზე, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიზნით გადადგმული ნაბიჯების თობაზე.

სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ  დროებით კომისიასთან შევთანხმდით წლის განმავლობაში თანამშრომლობის განრიგზე და გეგმებზე. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ხშირად განვიხილავთ თემატურ მიმართულებებს და გვექნება გასვლითი სხდომები ოკუპირებული ტერიტორიების ახლო მდებარე სოფლებში“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა სხდომის დასრულების შემდეგ.

დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის თქმით, სხდომაზე იმსჯელეს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის თაობაზე.

„ვიმსჯელეთ მეორე - სამუშაო ჯგუფში განსახილველ საკითხებზე, რომელიც ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თემატიკას მოიცავს. ზოგადად ამ პროცესში შესაძლო განვითარებაზე და დავგეგმეთ განხილვა უფრო ფართო ფორმატით საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებების მონაწილეობით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სხდომაზე პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ წარმოადგინა ინფორმაცია კომისიის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ. 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წარმომადგენლები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R