საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აკაკი ზოიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელობას შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 20 მარტი 2019
აკაკი ზოიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელობას შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, მარიან ივანუშასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის საქართველოში საქმიანობის პერიოდში განხორციელებული აქტივობები მიმოიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერად შეაფასეს. აკაკი ზოიძემ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სამადლობელი წერილი გადასცა და გაწეული საქმიანობისთვის, კომიტეტის სახელით, მადლობა გადაუხადა.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩვენი კომიტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების კუთხით. წლების განმავლობაში ორგანიზაცია ძალიან დიდ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას. მარიან ივანუშამ მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ჯერ შემუშავებაში, შემდეგ მის მიღებასა და აღსრულების მიმართ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი ექსპერტები ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა რეფორმებში აქტიურად მონაწილეობენ, ეს შეეხება როგორც დაფინანსების ნაწილს, ასევე ელექტრონულ რეცეპტურას და წამლის ხარისხს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ოფისის მომავალი ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე დაესწრო, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარეს გაეცნო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს
17 მაისი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა
26 აპრილი 2021

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა
26 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   
23 აპრილი 2021

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
22 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R