საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს და ამავე ორგანიზაციის ექსპერტებს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 05 Aug 2020
დიმიტრი ხუნდაძე ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს და ამავე ორგანიზაციის ექსპერტებს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ სილვიუ დომენტისსა და ამავე ორგანიზაციის ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჯანმრთელობის კუთხით არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, შეაფასეს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. 
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ტექნიკურ თუ პრაქტიკულ დახმარებას უწევს საქართველოს ხელისუფლებას ჯანდაცვით მიმართულებებში, რაც მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების დაცვას ემსახურება. ამავე ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით, ქვეყანამ შესძლო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმის სანიმუშოდ განხორციელება და, ბუნებრივია, შეხვედრაზე საუბარი ამ საკითხსაც შეეხო. როგორც ამ კუთხით ვითარების შეფასებისას ითქვა, ჯანმო პერიოდულად ატარებს კვლევებს და უახლესი მონაცემების მიხედვით საქართველოში შემცირებულია თამბაქოს მოხმარება, განსაკუთრებით მცირეწლოვნებში, რაც ჯანმოს წარმომადგენლის შეფასებით არის ძალიან პოზიტიური შედეგი. 

ჯანმო-სთან მჭიდრო კომუნიკაციით დღეს საქართველოში ფარმაცევტული სფეროს საკანომდებლო რეფორმა მზადდება და შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ამ საკითხსაც დაუთმეს. მისი დაგეგმა ერთობლივად მოხდა სულ რამდენიმე თვის წინ, ვინაიდან აქამდე არსებული კანონმდებლობა არის მოძველებული, 2009 წლის შემდეგ ის არ განახლებულა. წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონპროექტი კომიტეტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად, ადგილობრივი ძალებით მოამზადა და ინიცირებისათვის ფაქტობრივად მზადაა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, კომიტეტის მიზანია, რომ კანონპროექტის ინიცირება ამ მოწვევის პარლამენტში მოახდინონ - ეს არის პროგრამის მინიმუმი და შესაძლოა ის პირველი მოსმენითაც იყოს განხილული. როგორც შეხვედრაზე სტუმრის მხრიდან აღინიშნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს ნამუშევარი შეფასებულია მაღალ დონეზე. 

„ტრადიციად ჩამოყალიბდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თანამშრომლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და უშუალოდ საქართველოს ოფისის დირექტორთან. ჩვენ გარკვეული პერიოდულობით ვხვდებით ერთმანეთს, ვაფასებთ ვითარებას ამა თუ იმ მიმართულებით და შემდეგ კონკრეტულ ქმედებებს ვგეგმავთ. ასე იყო კოვიდ-19-თან მიმართებაში, სადაც პირველ ეტაპზე, სანამ ჯერ კიდევ პანდემია იქნებოდა გამოცხადებული, ჩვენ ერთად დავგეგმეთ შემდგომი ნაბიჯები და დღეს ხედავთ, რომ არის გამორჩეულად პოზიტიური შედეგი, რაც საქართველომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე მიაღწია, ამას აღიარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც და მისი საქართველოს წარმომადგენელიც. მაგრამ რა თქმა უნდა შესაძლო მეორე ტალღისათვის მზადებაც აუცილებელია და სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც ამ გზას გაივლის და ის მოემზადება შესაძლო მეორე ტალღისათვის. დღეს ჩვენ შევაფასეთ არსებული ვითარება საქართველოში, ზოგადად, მსოფლიოში და დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოგვცა დაპირება, რომ ისინი დაეხმარებიან საქართველოს, იქნება ტვირთებიც, როგორც პირველადი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ასევე სამედიცინო აღჭურვილობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისათვის კიდევ ერთხელ მსურს მათ მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ.

როგორც პარლამენტის ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ბუნებრივია გაგრძელდება, ვინაიდან „ეს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისათვის ნამდვილად არის ეფექტური“.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს
17 May 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა
26 Apr 2021

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა
26 Apr 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   
23 Apr 2021

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
22 Apr 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R