საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე გაეროს ბავშვთა ფონდის საერთაშორისო კონსულტანტს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 19 თებერვალი 2020

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე გაეროს ბავშვთა ფონდის საერთაშორისო კონსულტანტს, დოქტორს, ლინდა შაკერ ბარბარს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას საქართველოში დედათა, ბავშვთა და მოზარდთა კვების სფეროში მარეგულირებელი გარემოს შესწავლის მიზანი წამოადგენდა.

შეხვედრის დასაწყისში დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება საინფორმაციო საშუალებებში გასულ ინფორმაციაზე გაამახვილა, რომელიც ქვეყანაში გაეროს ბავშვთა ფონდი - Unicef-ის კვლევას შეეხებოდა და რომლის მიხედვითაც, 77 000 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა და წელიწადში შიმშილით 300 ბავშვი იღუპება. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეალობის მძიმედ წარმოჩენა პოლიტიკურ სპეკულაციას ემსახურება და მართებულია სწორი ტერმინების შერჩევა, ვინაიდან „შიმშილის“ დეფინიცია არ არსებობ, ეს არის არასრულფასოვანი კვების პრობლემა და ამაზე ადექვატური წარმოდგენა პრობლემასაც რეალურად ასახავს, რაზეც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებისგან თანხმობა მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოებული კვლევა -„საქართველოში ნუტრიციოლოგიის პოლიტიკის სფეროში არსებული ხარვეზების ანალიზი“. აღნიშნული კვლევის მიზანია საქართველოში დედათა, ბავშვთა და მოზარდთა კვების სფეროს მარეგულირებელი გარემოს შესწავლა და შედეგად ნუტრიციოლოგიის დარგში ყოვლისმომცველი დღის წესრიგის შემუშავების ხელშეწყობა, რომელიც უპასუხებს ნუტრიციის სფეროში არსებულ საჭიროებებს, გააუმჯობესებს ჯანმრთელობას და სხვა მაჩვენებლებს ქვეყანაში.

დიმიტრი ხუნდაძემ არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით, კომიტეტის აქტიურ ჩართულობაზე და ქვეყანაში არსებულ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც კომიტეტის უშუალო მონაწილეობით განხორციელდა. კერძოდ, ფულადი სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა), დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახების ელექტროენერგიის ვაუჩერის გაცემის პროგრამა და ა.შ.

შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის საპილოტე პროგრამის დაწყების საკითხი განიხილეს, რომელიც სკოლებში ბავშვთა კვების საჭიროებების გაუმჯობესებას შეეხება. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტი უკვე მუშაობს და სხვადასხვა უწყებებთან კოორდინაციით სამუშაო პროცესი გრძელდება. მისივე თქმით, არსებული პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვანი შენატანი იქნება ბავშვთა სიღარიბის დაძლევის და არასრულფასოვანი კვების გაუმჯობესების მიმართულებით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს
17 მაისი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა
26 აპრილი 2021

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა
26 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   
23 აპრილი 2021

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
22 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R