საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გურამ მაჭარაშვილი შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულ მეანაბრეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 17 Jul 2017
გურამ მაჭარაშვილი შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულ მეანაბრეებს შეხვდა

პარლამენტის წევრი, გურამ მაჭარაშვილი დღეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.

დეპუტატმა დაზარალებულები კიდევ ერთხელ მოინახულა და მათ სპეციალური საპარლამენტო ჯგუფის მუშაობის მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

შპს „მიკროსაფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეებისა და მათი ადვოკატების თხოვნით, ასევე, ყველა დაინტერესებული მხარისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობით, საპარლამენტო ჯგუფმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიძია და ამ ფორმატში, ინტენსიური მუშაობა კვლავ გრძელდება. 

გურამ მაჭარაშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის ინფორმაციული ხასიათის დიალოგი რამდენიმე საათს გაგრძელდა. დეპუტატმა აქციის მონაწილეებს საპროტესტო რეჟიმიდან საკითხის განხილვის სამართლებრივ რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პერმანენტული საპროტესტო აქციები, რაც, ცხადია, მათი კონსტიტუციური უფლებაა, ხელს არ უწყობს პრობლემის კონსტრუქციულ რეჟიმში გადაწყვეტას და სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, იგი კვლავინდებურად იზიარებს დაზარალებულ მეანაბრეთა პათოსს, ითვალისწინებს მათ მდგომარეობას, თუმცა შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, მუშა პროცესის გაგრძელებისა და ქმედითი მექანიზმების შემუშავების გარდა, პრობლემის გადაჭრისთვის სხვა გზას ვერ ხედავს. საპარლამენტო ჯგუფი, რომლის მთავარ მომხსენებლად გურამ მაჭარაშვილი იქნა არჩეული, სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტზე მუშაობს, რომელიც დასკვნის სახით, პარლამენტის ბიუროს 20 ივლისს წარედგინება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R