საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში მიიღებს მონაწილეობას

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA) 25 იანვარი 2019
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებში მიიღებს მონაწილეობას

28-29 იანვარს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციის და სოციალურ საკითხთა კომიტეტების სხდომები გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია კომიტეტების მუშაობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირინა ფრუიძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.

ირინა ფრუიძის თანაავტორობით შემუშავებულია რეზოლუციის პროექტი თემაზე: „სოლიდარობა და დაახლოება ენერგეტიკის სექტორში - რეგულირებისაკენ“.

გარდა ამისა, წელს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დებატები გაიმართება შემდეგ თემებზე:

  • საპარლამენტო ზედამხედველობა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიის, ანგარიშვალდებულების და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობის გაძლიერების მიზნით;
  • ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში ეფექტიანობის ამაღლებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის ციფრულ მაუწყებლობის ხელშეწყობა;
  • ინოვაცია განათლების სექტორში და განათლების რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში: გამოწვევები და შესაძლებლობები.

ასამბლეის კომიტეტის სხდომებში მონაწილეობას მიიღებენ დელეგაციის წევრები: სერგი კაპანაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე და სალომე სამადაშვილი.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება.

ასამბლეა ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე სესიამ მუშაობა დაასრულა
20 აპრილი 2021

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე სესიამ მუშაობა დაასრულა

მსგავსი

მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის ერთობლივი პრესკონფერენცია
20 აპრილი 2021

მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის ერთობლივი პრესკონფერენცია

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია ოფიციალურად გაიხსნა
20 აპრილი 2021

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია ოფიციალურად გაიხსნა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია
19 აპრილი 2021

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე პლენარული სესია ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა
19 აპრილი 2021

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე პლენარული სესია ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R