საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 25 მარტი 2021
ზაზა ლომინაძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა ზაზა ლომინაძემ სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან  ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრა სტუდენტური პარლამენტის ზურაბ ბერიკაშვილის ადმინისტრაციის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით შედგა და მასში ამავე ადმინისტრაციის სხვადასხვა კომიტეტის წევრებიც - სულ 200-მდე სტუდენტი  მონაწილეობდა.

როგორც სტუდენტური პარლამენტის ერთ-ერთი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ ბერიკაშვილმა განაცხადა, ახალგაზრდების მხრიდან დიდი იყო ინტერესი პარლამენტის წევრ ზაზა ლომინაძესთან, პროფესიით მედიკოსთან და გამოცდილ სპეციალისტთან შეხვედრისა კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში და, ზოგადად,  მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო. მათი კითხვების უმრავლესობაც, ბუნებრივია, ამ საკითხს ეხებოდა.  

შეხვედრა ძირითადად დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა, ახალგაზრდები ასევე დაინტერესდნენ საპარლამენტო საქმიანობით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციით.

„ახალგაზრდებთან სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ. მთავარი დაინტერესება მაინც იყო კოვიდ ინფექციასთან, კარანტინის დროებთან დაკავშირებით,  როგორი იქნება პერსპექტივა, როგორია აცრის შემდგომი მდგომარეობა, ბევრი და მრავალმნიშვნელოვანი შეკითხვები დასვეს ახალგაზრდებმა. გარდა ამისა, საუბარი იყო საპარლამენტო მუშაობაზე, იმაზე, თუ რას აკეთებს დღეს საქართველოს პარლამენტი, რას აკეთებენ ახალგაზრდები თავის მხრივ და როგორი უნდა იყოს ახალგაზრდების და დღევანდელი პარლამენტის წევრების თანამშრომლობა საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის და მომავლისთვის. სტუდენტებს მცირე პრეზენტაციაც წარვუდგინე - ჩემი ხედვა ახალგაზრდების დღევანდელობაზე და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ  აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და  იყვნენ წარმატებულები მომავალში. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ისე ჩვენთვისაც - პარლამენტარებისთვის და, ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზაზა ლომინაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R