საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აკაკი ზოიძემ და ლევან კობერიძემ პარიზში საპარლამენტო სემინარში მიიღეს მონაწილეობა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 27 ოქტომბერი 2017
აკაკი ზოიძემ და ლევან კობერიძემ პარიზში საპარლამენტო სემინარში მიიღეს მონაწილეობა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ 27 ოქტომბერს პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სოციალური ქარტიის ქვეკომიტეტის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო სემინარში - „დასაქმება, გადამზადება და თანაბარი შესაძლებლობები: როგორ უზრუნველვყოთ სამართლიანი მოპყრობა და ჩართულობა ყველასთვის“ მიიღეს მონაწილეობა.
 
საპარლამენტო სემინარზე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სოციალური საკითხებისა და დასაქმების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ევროპის სოციალურ საკითხთა კომიტეტის საბოლოო დასკვნაზე იმსჯელეს. დასკვნაში 2016 წელს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ევროპის სოციალური ქარტიის დარღვევებზეა საუბარი. 

აკაკი ზოიძემ და ლევან კობერიძემ დამსწრეებს საქართველოში სოციალური უფლებების, სოციალური საკითხებისა და დასაქმების მიმართულებით არსებული ვითარება გააცნეს. 

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ასევე, დასაქმების უფლების, პროფესიული გადამზადებისა და ქალთა და მამაკაცთათვის თანაბარი შესაძლებლობების უფლების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

„ის საკითხები, რომლებზეც დღეს ვიმსჯელეთ, აქტუალურია საქართველოში. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ჩვენი მეგობარი ქვეყნების - ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების გამოცდილების გაცნობა და ამის საფუძველზე, დაბალანსებული, ქართულ რეალობაზე მორგებული მოდელის ჩამოყალიბება. ამ საკითხზე კომიტეტი მთავრობასთან და ყველა მიზნობრივ ჯგუფთან ერთად, აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

ევროპის სოციალური ქარტია ევროპის საბჭოს ხელშეკრულებაა, რომელსაც ხელი 1961 წლის 18 ოქტომბერს ქალაქ ტურინში მოეწერა. 

ქარტიის ხელისმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, უზრუნველყონ მათი მოსახლეობისთვის ქარტიით განსაზღვრული სოციალური უფლებები მათი ცხოვრების დონისა და სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. 

საქართველო ევროპის სოციალურ ქარტიას 2005 წლის 1 ივლისს შეუერთდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს
17 მაისი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა
26 აპრილი 2021

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა
26 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   
23 აპრილი 2021

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
22 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R