საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 იანვარი 2021
ბექა ოდიშარია ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემები იყო ირლანდიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

„მოხარული ვარ, რომ დღეს საქმიანი შეხვედრა მქონდა ჩემი დიდი ხნის მეგობართან, გამოცდილ დიპლომატთან, საქართველოს ელჩთან ირლანდიაში, ბატონ გიორგი ზურაბაშვილთან. ჩვენ, პირველ რიგში, მიმოვიხილეთ ქართული დიასპორის საკითხები. მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩემი არჩევის შემდეგ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის რანგში პირველი შეხვედრა დუბლინში ქართველ ემიგრანტებთან მქონდა, რომელიც ძალიან დასამახსოვრებელი იყო. იმ დროისთვის, ირლანდიაში ქართული დიასპორული ორგანიზაცია სტრუქტურულ ერთეულად არ იყო შექმნილი. ჩვენი რეკომენდაციის და თხოვნის შესაბამისად ეს ორგანიზაცია უკვე შეიქმნა, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს და მოხარული ვარ, რომ ორგანიზაციას საქართველოს საელჩოსთან მჭიდროდ თანამშრომლობა აქვს. შესაბამისად, შევაჯამეთ განვლილი პერიოდი და ბუნებრივია, დავსახეთ სამომავლო გეგმები“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, ირლანდია თავისი პოლიტიკური ხედვებით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა ევროპაში.

„ირლანდია ნატოს არაწევრი ქვეყანაა და ამავე დროს, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიციარია. შესაბამისად, ამ ქვეყნის გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოდელის. საქართველოს და ირლანდიას ბევრი მსგავსება აქვთ როგორც ლანდშაფტის, ასევე მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, თუმცა ჩვენგან განსხვავებით ირლანდიას უძლიერესი დიასპორა ჰყავს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასე, რომ მრავალმხრივ ძალიან საინტერესოა ამ ქვეყანასთან ურთიერთობა“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R