საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 12 აპრილი 2021
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით განიხილეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილება გამოწვეულია მსოფლიო პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან და ითვალისწინებს ცვლილებას, რომელიც ბიზნესისთვისაა მნიშვნელოვანი და არსებულ მდგომარეობაზეა მორგებული.

კერძოდ, კანონპროექტით ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49³-ე მუხლის რედაქტირება, რომლითაც გაჩნდება ზოგადი საფუძველი იმ შემთხვევაში, როდესაც საგანგებო მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის მიზეზით, გართულდება ან შეუძლებელი  გახდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო, საკუთრებაში გადაცემის, მართვის უფლებით გადაცემის, სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება შესაბამისი კონტრაჰენტის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება, ქონების მმართველის წარდგინებით, მიიღოს საქართველოს მთავრობამ, ამავე პირის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე.

მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით: „პრინციპების დონეზე კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ პროექტს, რადგან ეს არის კერძო სექტორის, პანდემიით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერა იმისთვის, რომ შეძლონ იმ ვალდებულებებიდან სწორედ გამოსვლა, რომელიც დღეს სახელმწიფოს მიმართ გააჩნიათ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მეორე მოსმენისთვის ეს გაწერილი იყოს სექტორების მიხედვით“.

სხდომაზე  იმსჯელეს  მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2015 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება) N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილის“ თაობაზე. ხელშეკრულების ცვლილების პროექტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა განსახილველად.

ცვლილებით ხანგრძლივდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გამოთხოვისა და გამოყენების ვადა და ის გადაიწევს 2024 წლის 23 დეკემბრამდე.  

შესაბამისად, უახლოეს დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან და მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში განხორციელდება ქუთაისში წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტი.   

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ხელშეკრულებაში ცვლილების პროექტს.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R