საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე: „საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, გადამოწმების პერიოდში, საარსებო შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ\"

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 14 Feb 2020
დიმიტრი ხუნდაძე: „საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, გადამოწმების პერიოდში, საარსებო შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ\"

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას კომიტეტის ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც, საარსებო შემწეობის მიმღებ პირებს, სტატუსის გადამოწმების პერიოდში, საარსებო შემწეობის მიღება შეუნარჩუნდებათ. 

„ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოქმედებს დახმარების პროგრამა, რომელითაც 430 ათასი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები სარგებლობენ. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ პერიოდულად საჭიროებს გარკვეულ, დასაბუთებულ ცვლილებებს. დღეის მდგომარეობით გადამოწმების დროს, რაც ასევე აუცილებელი პროცედურაა, სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური სრულად უნაზღაურდებათ, მაინც მძიმეა მათთვის ეს პერიოდი, რადგან ისინი სიღარიბის პირისპირ ბედის ანაბარა რჩებიან.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა. შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა დამატებით 5.4 მლნ. ლარი. ამ გადაწყვეტილებით, ოჯახებს გადამოწმების პერიოდშიც, ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე უწყვეტად მიეცემათ საარსებო შემწეობა. 

ეს იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი განხორციელებით რისკის ქვეშ არ დადგება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავლილია შესაბამის უწყებასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. გადაწყვეტილება მიღებულია, ცვლილება ძალაში შევა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ ფინანსურ რესურს სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს და მისი გამოყოფას შესაბამისი სამინისტრო უზრუნველყოფს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს
17 May 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა
26 Apr 2021

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა
26 Apr 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   
23 Apr 2021

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
22 Apr 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R