საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 25 ივნისი 2020
 დიმიტრი ხუნდაძე ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა

„ჩვენი მიზანი არის ის, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი მედიკამენტი და ამასთან, ის იყოს ხელმისაწვდომი როგორც გეოგრაფიულად ასევე, ფინანსურადაც“, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, უკვე თვეზე მეტია მუშაობა მიმდინარეობს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომელიც მიღებულია 2009 წელს და მას შემდეგ არ განახლებულა.

„ამ ძველ კანონს ჰქონდა თავისი პოზიტიური როლი, მაგრამ ეს დღეს მოძველებულია და იმ გამოწვევებს ვერ პასუხობს. მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენს მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი მედიკამენტი და ის იყოს ხელმისაწვდომი როგორც გეოგრაფიულად ასევე, ფინანსურადაც. ეს არის კანონპროექტთა მსხვილი პაკეტი. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ადგილობრივ ექსპერტებთან ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ექსპერტთან. გვაქვს საერთაშორისო კომუნიკაციაც, ჩართვებიც. ჩვენ ვამზადებთ ამ კანონს რათა მოვახდინოთ მისი ინიცირება, მაგრამ რა თქმა უნდა ის იქნება ფართო განხილვის საგანი, სანამ წარდგება პარლამენტის წინაშე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ იანვრის თვიდან მიმდინარეობს.

„ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო წამლის შემოტანა უზრუნველვყოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ფასთა რეგულაციები. დღეს სამუშაო შეხვედრა გვქონდა, სადაც გარკვეული საკვანძო დეტალები განვიხილეთ, მოხდა გარკვეული საკითხების შეჯერება, მუშაობას განაგრძობენ როგორც რეგულირების სააგენტო, ასევე, ჯანდაცვის კომიტეტი. ამ პროცესში მეც სრულად ვიქნები ჩართული. ჩვენ უნდა გავწეროთ გლობალური კანონპროექტი, რომელიც იქნება ქვეყნის სტრატეგია შემდგომი 5-10 წლის მანძილზე. ეს კანონპროექტი პარლამენტში ჯერ არ არის შემოტანილი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შორის გამართული შეხვედრა, თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს
17 მაისი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა
26 აპრილი 2021

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა
26 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   
23 აპრილი 2021

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
22 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R